განყოფილების მოკლე ისტორია. კვლევების ძირითადი მიმართულებები.
მრავალი წლის განმავლობაში, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილება ჩართულია ცხოველების, ადამიანის,
ფაგებისა და ბაქტერიების გენეტიკური აპარატის ისეთი დინამიკური, სტრუქტურული და ფუნქციონალური ცვლილებების
შესწავლაში, რაც განპირობებულია სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებით. ესენია მძიმე ლითონების იონები,
კანცეროგენები, ტოქსიკური აგენტები, ბიორეგულატორები. ასევე ვსწავლობთ წყლის როლს ბიომაკრომოლეკულების
სტაბილიზაციაში და სხვადასხვა წარმოშობის უჯრედების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს. მიღებული მონაცემები
საშუალებას იძლევა განისაზღვროს გენეტიკური აპარატის სტაბილურობასთან და შესასწავლი უჯრედების სასიცოცხლო
ფუნქციებთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ბუნების კანონები. ამ კანონების აღმოჩენაში მნიშვნელოვანი როლი
ენიჭება იდეებს, ორიგინალურ ლაბორატორიულ აღჭურვილობასა და მეთოდებს, რომლებიც შეიქმნა ჩვენს განყოფილებაში,
ევროპისა და შეერთებული შტატების წამყვან ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობით. 1964-1965 წლებში შეიქმნა პირველი
მაღალმგრძნობიარე მიკროკალორიმეტრი ბიოპოლიმერების ხსნარების შესასწავლად (პ. პრივალოვი, ჯ. მონასელიძე).
მისი მოდიფიცირებული მოდელები რთული ბიოლოგიური სისტემების (უჯრედების სუსპენზიის, მთლიანი ქსოვილის) შესასწავლად
შეიქმნა 1970-2006 წლებში (ჯ. მონასელიძე, ნ. ბაქრაძე, ე. კიზირია, გ. მაჯაგალაძე). განყოფილებაში ასევე შეიქმნა
მოდიფიცირებული კაპილარული ელექტროფორეზი (ნ. წიბახაშვილი, ლ. მოსულიშვილი), მოდიფიცირებული ატომური სპექტრომეტრი
(აშშ პატენტი 2003 წ., ა. რჩეულიშვილი) და ორი სახის of glow discharge ატომურ-ემისიური სპექტრომეტრი (ვ. ბრეგაძე).
ჩვენს განყოფილებაში (2009 – 2011 წ.წ.) შეიქმნა ბიოჩიპების ახალი ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს,
როგორც ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების, ასევე ეკოლოგიურად არახელსაყრელი პირობების გამომწვევი
მიკრო- ორგანიზმების სწრაფი იდენტიფიკაცია (ნ. საპოჟნიკოვა, თ. ქართველიშვილი, ნ. ასათიანი).
განყოფილებაში 5 ჯგუფი მუშაობს მოლეკულური ბიოფიზიკის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის სფეროში.
|
|
განყოფილების წევრები:
მთავარი მეცნიერი თანამშრომლები:
უფროსი მეცნიერ თანამშრომლები:
მეცნიერ თანამშრომლები:
ინჟინრები:
ლაბორანტები:
|
|