ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
უჯრედებისა და დნმ–ის
     ფიზიკა

   - პროგრამა და
           კვლევები

ბიოსისტემების სითბური
     თვისებები

   - პროგრამა და
           კვლევები

ნანონაწილაკების
     ურთიერთქმედება
     დნმ–თან

   - პროგრამა და
           კვლევები

ორგანიზმის დამცავი
     სისტემები

   - პროგრამა და
           კვლევები

   - კვლევები

          

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის
განყოფილება

უჯრედებისა და დნმ–ის ფიზიკა


დნმ – (Lis-Gly) – ბიორეგულატორი, დნმ – Cu(II)TOEpy პორფირინის თერმოდინამიკური სიდიდეების განსაზღვრა  (ΔHდნ, ΔSდნ, Tდნ, ΔTდნ)  ბიორეგულატორის და Cu(II)TOEpy პორფირინის კონცენ-
ტრაციის ფართო ინტერვალში.


შესწავლილია ახლადსინთეზირებული ანტიკანცეროგენული ნაერთის TMPy(4) ტეტრამეთილ პირიდილ პორფირინის ანალოგის Cu(II)TOEPyP(4) მოქმედება დნმ–ის თერმოდინამიკურ მახასიათებლებზე. ნაჩვენებია, რომ ეს ნაერთი უპირატესად უკავშირდება GC წყვილებით მდიდარ უბნებს, ასტაბილიზირებს დნმ–ს და საშუალო კონცენტრაციების (სამკურნალო დოზები) დროს არ აზიანებს ორმაგ სპირალს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფარმაკოლოგიაში.

ნაჩვენებია, რომ დნობის პროცესი არის ენტროპიული და არა ენტალპიური.

ხელმძღვანელი: ჯ. მონასელიძე, მთავარი მეცნ. თანამშრომელი.
შემსრულებლები: მ. გორგოშიძე, უფრ მეცნ. თან., დ. ხაჩიძე, უფრ მეცნ. თან., მ. კილაძე მეცნ. თან.,
ე. ლომიძე მეცნ. თან., შ. ბარბაქაძე, უფრ მეცნ. თან.

ძუძუს კიბოთი და ლეიკემიით დაავადებულთა სისხლის პლაზმის და ერითმასის სითბური თვისებების შესწავლა დიფერენციალური სკანირებადი მიკროკალორიმეტრიის საშუალებით.

სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომის ბიოფსიური ქსოვილის მიკროკალორიმეტრულმა შესწავლამ აჩვენა, რომ ეპითელური უჯრედების მატრიცის სტაბილურობაში მთავარ როლს ასრულებენ IV ტიპის კოლაგენის ფიბრილები. დადგინდა, რომ კარცინომის შემთხვევაში IV ტიპის კოლაგენის ფიბრილების სტაბილურობა დაქვეითებულია ნორმასთან შედარებით 6 გრადუსით. აგრეთვე შეცვლილია კარცინომის ეპითელური უჯრედების სტაბილურობა ნორმასთან შედარებით, კერძოდ, ჰეტეროქრომატინის 4 გრადუსით, ხოლო აქტიური ქრომატინის 3 გრადუსით. შემოთავაზებულია ამ მონაცემების გამოყენება დაავადების დიაგნოსტიკისათვის.

ლეიკემიით დაავადებული ადამიანის სისხლის პლაზმის კალორიმეტრული მეთოდით შესწავლამ აჩვენა, რომ ალბუმინის თერმოსტაბილურობა პლაზმის შემადგენლობაში ლეიკემიის დროს, ნორმასთან შედარებით 5 – 6 გრადუსითაა მომატებული. ეს მონაცემები მიღებულია 300–ზე მეტი ნიმუშის შესწავლის საფუძველზე. შემოთავაზებულია მონაცემების გამოყენება ლეიკემიის პირველი სტადიის დასადგენად.

ამ სამუშაოებში გამოყენებული კალორიმეტრები აღჭურვილია პროგრამული უზრუნველყოფით, რომლის საშუალებითაც ხდება თერმოდინამიკური სიდიდეების გამოთვლა ხსნარებისა და რთული ბიოლოგიური სისტემებისათვის და მონაცემთა დასამუშავებლად, დეკონვოლუციის ჩათვლით.

ხელმძღვანელი: ჯ. მონასელიძე, მთავარი მეცნ. თანამშრომელი.
შემსრულებლები: მ. გორგოშიძე, უფრ მეცნ. თან., დ. ხაჩიძე, უფრ მეცნ. თან., შ. ბარბაქაძე, უფრ მეცნ. თან.,
მ. კილაძე მეცნ. თან., ე. ლომიძე მეცნ. თან., ზ. კუჭაძე, უფრ. ლაბორანტი.