ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
უჯრედებისა და დნმ–ის
     ფიზიკა

   - პროგრამა და
           კვლევები

ბიოსისტემების სითბური
     თვისებები

   - პროგრამა და
           კვლევები

ნანონაწილაკების
     ურთიერთქმედება
     დნმ–თან

   - პროგრამა და
           კვლევები

ორგანიზმის დამცავი
     სისტემები

   - პროგრამა და
           კვლევები

   - კვლევები

          

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის
განყოფილება

ნანონაწილაკების ურთიერთქმედება დნმ–თან


წყალში სუსპენზირებული ვერცხლის ნანონაწილაკების გავლენის გამოკვლევა როგორც დნმ–ში, ასევე დნმ–მეტალოკომპლექსებში ინტერკალირებული საღებავების მოლეკულების ფლუორესცენციის ინტენსიობაზე.

აღნიშნული სამუშაოს მიზანია დნმ–ის მოლეკულაზე ფოტოდინამიკური ზემოქმედების ინტენსიობის გაზრდა. ვერცხლის ნანონაწილაკების მიერ ინტერკალატორების ფლუორესცენციის ჩაქრობის შესწავლა სამმაგ კომპლექსებში – დნმ–ინტერკალატორი–ლითონის იონი, უაღრესად მნიშვნელოვანია ლაზერული გამოსხივების უფრო ეფექტური ზემოქმედებისათვის სიმსივნურ უჯრედებზე კიბოს ფოტოქიმიოთერაპიის პროცესში.

ბოლო პერიოდში ძირითადად ვმუშაობთ ვერცხლის ნანონაწილაკების ურთიერთქმედებაზე დნმ–თან სხვადასხვა გარემოში და ამ გარემოში სხვადასხვა აგენტების არსებობისას, როგორებიც არიან, მაგალითად საღებარები. ნაჩვენებია, რომ ვერცხლის ნანონაწილაკები ნარინჯისფერი აკრიდინის თავისუფალ მოლეკულებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნიან აგრეგატებს. დნმ–ში ინტერკალირების შემდეგ კი აგრეგაციას ადგილი აღარ აქვს. ვერცხლის ნანონაწილაკების გავლენით ხდება დნმ–ში ინტერკალირებული ნარინჯისფერი აკრიდინის ფლუორესცენციის ჩაქრობა, რომელიც არ ხდება ფიორსტერის მექანიზმით.

ხელმძღვანელი: ვ. ბრეგაძე, მთავარი მეცნ. თანამშრომელი.
შემსრულებლები: ქ. წაქაძე, უფრ. მეც. თან., ე. ღელაღუტაშვილი, უფრ. მეც. თან., ე. ქართველიშვილი, მეც. თან.