ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები და პატენტები

პუბლიკაციები
უჯრედებისა და დნმ–ის
     ფიზიკა

   - პროგრამა და
           კვლევები

ბიოსისტემების სითბური
     თვისებები

   - პროგრამა და
           კვლევები

ნანონაწილაკების
     ურთიერთქმედება
     დნმ–თან

   - პროგრამა და
           კვლევები

ორგანიზმის დამცავი
     სისტემები

   - პროგრამა და
           კვლევები

   - კვლევები

          

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის
განყოფილება

ბიოსისტემების სითბური თვისებები

კვლევები ვითარდება ორი ძირითადი მიმართულებით: (ა) ბაქტერიული უჯრედების თერმოსტაბილურობის და
(ბ) წყლის კრისტალიზაციის თავისებურებების შესწავლა მცენარეების ქსოვილებში მაღალ– და დაბალტემპერა–
ტურული დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრიის (დსკ) მეთოდების გამოყენებით, რომლებიც შექმნილია განყოფილებაში 2000 – 2011 წლებში.

ა) ტოქსიკური ლითონების ზემოქმედების შესწავლა ბაქტერიული უჯრედების თერმოსტაბილუ–
რობაზე დიფერენციალური სკანირებადი კალორიმეტრიის მეთოდის გამოყენებით.


ბაქტერიული უჯრედების შესასწავლად გამოიყენება მოდიფიცირებული დსკ მომუშავე გათბობის რეჟიმში (5 –
150 0C ტემპერატურულ ინტერვალში). კალორიმეტრი იმართება ავტომატურად კომპიუტერთან ანალოგ–ციფრული გარდამქმნელის გავლით (აცგ) და მართვა უზრუნველყოფილია "LabWiev" პროგრამით. მიღბული მონაცემების დათვლა და ანალიზი ხორციელდება ძირითადად პროგრამა "Origin"–ის მეშვეობით. ხელსაწყოს მგრძნობიარობაა 0.1 მიკროვატი. ამ მეთოდითა და კლასიკური ბაქტერიოლოგიური მეთოდების გამოყენებით შეისწავლება 1) Cr(IV) და Ni(II)-ის ტოქსიკურობის საზღვრები ზრდის სხვადასხვა პირობებში (პლანქტონური კულტურა და ბიოფირები);
2) მათი არატოქსიკური დოზების გავლენა ბაქტერიული უჯრედების A. oxydans სითბურ სპექტრებზე; 3) წყლისა და ბაქტერიული უჯრედების ზედაპირის ურთიერთქმედების შესწავლა ნიკელის ტოქსიკური და არატოქსიკური დოზებისას; 4) ტოქსიკური მჟანგავი კალიუმის პერმანგანატის ზემოქმედება ბაქტერიული უჯრედების კულტურაზე. მიღებული სითბური სპექტრი ასახავს უჯრედში შემავალი ცილებისა და ნუკლეინის მჟავების თერმოსტაბილურობას. მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა დადგინდეს ტოქსიკური ნაერთების ზემოქმედების გავლენა უჯრედის კვდომასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. შემდგომში მიზანშეწონილი იქნება შესწავლილ იქნას ბაქტერიების ფართო სპექტრი, გაიზარდოს ტოქსიკური ელემენტების მოქმედების ხანგრძლივობა და გამოყენებულ იქნას კვლევის ბიოქიმიური მეთოდები.

ხელმძღვანელი: ნ. ბაქრაძე, მთავარი მეცნ. თანამშრომელი, ე. კიზირია, უფრ. მეც. თან.
შემსრულებლები: მ. აბულაძე, უფრ. მეც. თან., ვ. სოხაძე, უფრ. მეც. თან., ე. ნამჩევაძე, მეც. თან.,
შ. გოგიჩაიშვილი, მეც. თან., გ. თვაური, მეც. თან., ლ. ტაბატაძე, ინჟინერი, ლ. ლეჟავა, ლაბორანტი.

ბ) წყლის კრისტალიზაციის თავისებურებების შესწავლა რთულ ბიოლოგიურ სისტემებში.

შეისწავლება მრავალძარღვას ერთწლიან ფესვებში წყლის კრისტალიზაციის და ყინულის დნობის პროცესების თავისებურებანი. მიღებული შედეგები ასახავს წყლის გადაცივების დამოკიდებულებას გარემოს ტემპერატურის ცვლილებაზე. მცენარეთა ფესვებში გადაციებულ წყალში ყინულის მდგრადი ჩანასახის შექმნის კინეტიკის შესწავლა ხელს შეუწყობს მათი გარემო პირობებისადმი ადაპტაციის ფიზიკური მექანიზმების დადგენას.

ხელმძღვანელი: ნ. ბაქრაძე, მთავარი მეცნ. თანამშრომელი, ე. კიზირია, უფრ. მეც. თან.
შემსრულებლები: მ. აბულაძე, უფრ. მეც. თან., ვ. სოხაძე, უფრ. მეც. თან., ე. ნამჩევაძე, მეც. თან.,
შ. გოგიჩაიშვილი, მეც. თან., გ. თვაური, მეც. თან., ლ. ტაბატაძე, ინჟინერი, ლ. ლეჟავა, ლაბორანტი.