ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
რეალური კრისტალების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
დაბალი ტემპერატურების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
მაგნიტური სისტემების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
ქიმიური ტექნოლოგიები
   - კვლევები
   - კვლევები

          

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის
განყოფილება

დაბალი ტემპერატურების ფიზიკა


ჯგუფის ხელმძღვანელი
ჯაბა ჩიღვინაძე, ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
     ტელ: +(995 32) 239 79 24
     ელ-ფოსტა: jaba@aiphysics.ge
                             chigvinadze@yahoo.com
                             jchigvinadze@rambler.ru

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0177 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6
კვლევების მიმართულება

დაბალი ტემპერატურების ფიზიკის კვლევების ჯგუფი აგრძელებს სამუშაოებს, რომელთა დასაწყისი იღებს სათავეს ფიზიკის ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურების ფიზიკის განყოფილებიდან.

დაბალი ტემპერატურების ფიზიკის განყოფილებაში დღიდან მისი დაარსებისა (1961 წ.) შეისწავლებოდა ზედენადი He II–ის ქვანტური ჰიდროდინამიკა, ზედენადი He II–ის და ზეგამტარების ფიზიკა, დაბალტემპერატურული რადიაციული ფიზიკა, ლითონური და ნახევრადგამტარული ფირების ტექნოლოგია და მათი ტექნიკური გამოყენების საკითხები. და ბოლოს დაბალტემპერატურული და რადიაციული მასალათმცოდნეობა და ხელსაწყოთმშენებლობა.

ჩვენს განკარგულებაშია აპარატურა, რომელიც საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ კვლევები ტემპერატურული ინტერვალში – ზედაბალი ტემპერატურებიდან ოთახის ტემპერატურამდე 0,3 K 400 K.

მიმდინარეობს კვლევები ზეგამტარობაში – შეისწავლება ზეგამტარები, როგორც ტრადიციული II გვარის ზეგამტარები (ზეგამტარი შენადნები), მაღალტემპერატურული კუპრატული და რკინაშემცველი ზეგამტარები, ფულერენული ზეგამტარები, ასევე ზეგამტარი მასალები, როდესაც ისინი იმყოფებიან ნორმალურ მდგომარეობაში. შეისწავლება მაგნიტური ფაზები, როგორც ზეგამტარ, ასევე ნორმალურ მდგომარეობაში, როგორც სტანდარტული ელექტრული და მაგნიტორეზონანსული, ასევე ჩვენს ინსტიტუტში დამუშავებული ორიგინალური მექანიკური და რეზონანსული მეთოდების გამოყენებით.

ნორმალურ მდგომარეობაში მაგნიტური ფაზების შესასწავლად მომავალში დღემდე გამოყენებული მეთოდების პარალელურად გამოყენებული იქნება ჩვენს ინსტიტუტში დამუშავებული აკუსტიკური სპექტროსკოპიის ახალი მეთოდი.