ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
რეალური კრისტალების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
დაბალი ტემპერატურების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
მაგნიტური სისტემების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
ქიმიური ტექნოლოგიები
   - კვლევები
   - კვლევები

          

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის
განყოფილება

მაგნიტური სისტემების ფიზიკა


ჯგუფის ხელმძღვანელი
გრიგოლ მამნიაშვილი, ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
     ტელ: +(995 32) 239 17 52
     ელ-ფოსტა: g.mamniashvili@aiphysics.ge
                             gmamniashvili@yahoo.com

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0177 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6
კვლევების მიმართულება

მაგნიტური სისტემების კვლევის ჯგუფი ჩამოყალიბდა 2008 წელს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილების ფარგლებში მაგნიტური და ზეგამტარი მასალების მაგნიტორეზონანსული (ბმრ, ემრ) კვლევებისა–
თვის. ასევე, გრძელდება ბიოლოგიური სისტემების რეზონანსული კვლევები, რომელიც ტრადიციულად მიმდინარეობდა მაგნიტური მოვლენების ფიზიკის განყოფილებაში.

მაგნიტორეზონანსული მიმართულება ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა მაგნიტური რეზონანსის ორი სახელგანთქმული ქართველი სპეციალისტის, აკადემიკოსების გ. ხუციშვილის და ლ. ბუიშვილის მიერ. განსაკუთრებით ცნობილია გ. ხუციშვილის შრომები ბირთვების პოლარიზაციის მეთოდებში, სპინური დიფუზიის და იმპულსური ეპრ–ის ტეორიაში რომელთა ერთ–ერთი ფუძემდებელიც ბატონი გ. ხუციშვილია. ლ. ბუიშვილმა განავითარა არაწონასწორული სტატისტიკური ოპერატორების მეთოდის გამოყენებით მაგნიტური რეზონანსის კვანტურ–სტატისტიკური თეორია და კრილოვ–ბოგოლიუბოვ–მიტროპოლსკის გასაშუალების პრინციპი მაგნიტური რეზონანსის ამოცანებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შრომები ბმრ და აკუსტიკურ ბმრ მაგნეტიკებში, რომლებიც შესულია ამ მიმართულების თანამედროვე მონოგრაფიებში. მანვე მისცა დასაბამი ექსპერიმენტულ ბმრ კვლევებს კონდენსირებულ გარემოთა არეში და კერძოდ მაგნიტურ მასალებში, რომლებიც ამჟამად ვითარდება მაგნიტური სისტემების კვლევის ჯგუფში.