ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     ხელშეკრულებები

პუბლიკაციები
ექსპერიმენტები
     ტოკამაკებზე

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
პლაზმა ღია
     მაგნიტურ მახეში

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
დარტყმითი ტალღის
     ექსპერიმენტები

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
ლაზერული პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
არანეიტრალური პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
იმპულსური სისტემები
   - პარამეტრები და
           კვლევები
გამოყენებითი კვლევები
   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
   - კვლევები

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება


განყოფილების გამგე
პროფ.ნოდარ ცინცაძე   ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
საქ. მეც. ერ. აკ. ნამდვილი წევრი
ტელ: +(995 32) 239 19 68
ფაქსი: +(995 32) 239 14 94
ელ-ფოსტა: nltsin@yahoo.com

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6
კვლევების მიმართულება

1960 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში
პროფ. ნოდარ ცინცაძის თაოსნობით ჩამოყალიბდა პლაზმის ფიზიკის განყოფილება. თავიდანვე კვლევები მიმდინარეობდა პლაზმის, როგორც თეორიის, ასევე ექსპერიმენტის მიმართულებით. ძირითადი თემატიკაა ტალღებისა და პლაზმის ურთიერთქმედება, არაწრფივი პროცესები, გადატანის მოვლენები, ზემძლავრი ლაზერული გამოსხივების ურთიერთქმედება გარემოსთან, ლაზერული პლაზმა, ზემაღალსიხშირული (ზმს) განმუხტვა, ტოკამაკის პლაზმის თვისებები - ტურბულენტობა და მისი მართვა, პლაზმის ლაზერული, ზონდური და ზმს დიაგნოსტიკური მეთოდების დამუშავება და გამოყენება, დარტყმითი ტალღა ნეიტრალურ გარემოსა და პლაზმაში, არანეიტრალური პლაზმა, იმპულსური პლაზმა, პლაზმური ქიმია და რიგი სხვა მათთან დაკავშირებული საკითხები.


პედაგოგიური მოღვაწეობა

1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გაიხსნა სპეციალობა "პლაზმის ფიზიკა" და ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილება გახდა იმავდროულად უნივერსიტეტის საბაზო კათედრა. ლექციების კურსებს პლაზმის ფიზიკის ყველა ძირითად საკითხებში კითხულობენ განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომლები. პრაქტიკულ კურსებს სტუდენტები გადიან პლაზმის განყოფილების ექსპერიმენტულ ლაბორატორიებში და საკურსო და სამაგისტრო შრომებსაც ძირითადად ასრულებენ ჩვენს განყოფილებაში. განყოფილების მეცნიერ თანამშრომლებით შევსება ძირითადად ხდება ჩვენს მიერ მომზადებული კადრებით. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან პლაზმურ და თერმობირთვულ ცენტრებში.


თბილისის საერთაშორისო სკოლა პლაზმის ფიზიკაში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თაოსნობით დაარსდა და 1970 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თბილისის საერთაშორისო სკოლა პლაზმის ფიზიკასა და მართვად თერმობირთვულ სინთეზში. სულ გაიმართა 10 ასეთი სკოლა. ბოლო სკოლა შედგა 1990 წელს. სკოლაში ლექციების კურსს კითხულობდნენ საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები. სკოლის მუშაობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში და მის ფარგლებში იმართებოდა სამუშაო შეხვედრები ცალკეულ მიმართულებებში და აგრეთვე, 2-3 საკონფერენციო დღე, რომელიც ეთმობოდა ორიგინალურ მოხსენებებს.
2007 წელს ფიზიკის ინსტიტუტის თაოსნობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "ახალი ენერგიის წყაროები", რომელიც წარმოადგენს თბილისის ტრადიციული სკოლის აღდგენის ერთ-ერთ ეტაპს.