ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     ხელშეკრულებები

პუბლიკაციები
ექსპერიმენტები
     ტოკამაკებზე

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
პლაზმა ღია
     მაგნიტურ მახეში

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
დარტყმითი ტალღის
     ექსპერიმენტები

   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
ლაზერული პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
არანეიტრალური პლაზმა
   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
იმპულსური სისტემები
   - პარამეტრები და
           კვლევები

   - პუბლიკაციები
გამოყენებითი კვლევები
   - პარამეტრები
   - კვლევები
   - პუბლიკაციები
   - კვლევები

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

გამოყენებითი კვლევები


1990-იანი წლების დასაწყისში განყოფილებაში დაიწყო ექსპერიმენტები პლაზმის გამოყენებითი
კვლევების მიმართულებით.

პირველ რიგში ეს იყო ფრეონის მავნე ნაერთების და შიდაწვის ძრავების გამონაბოლქვ აირებში მავნე NOx ნაერთების დაშლის შესაძლებლობების კვლევა, როგორც იმპულსური CO2 ლაზერის გამოსხივების (λ = 10.6μ, E = 50 ÷ 180 J, τ = 1 μs), ასევე სხვადასხვა კონფიგურაციის (წერტილოვანი, წრფივი, ტოროიდული) ნაპერწკლური განმუხტვების (U = 15÷25 kV, τ = 1÷10 μs) საშუალებით. დაშლის პროდუქტების იდენტიფიკაცია და ანალიზი ხდებოდა ძირითადად ინფრაწითელი სპექტრომეტრის Specord 75 IR -ის საშუალებით.

2015 წლიდან გამოყენებითი კვლევები გაგრძელდა სპეციალური კონსტრუქციის სტაციონალური პლაზმური ღუმელის გამოყენებით დაბალი ხარისხის ნახშირის ეფექტური წვის შესაძლებლობების კვლევის მიმართულებით. პლაზმური ღუმელის კვება ხდება ჩვენს განყოფილებაში აგებული სპეციალური, ოთხკუთხა ვოლტ-ამპერული მახასიათებლის მქონე, მუდმივი დენის წყაროს (P=15 kW, I= 20÷150 A) საშუალებით. წვის ნარჩენი პროდუქტების კვლევა ხდება თანამედროვე ინფრაწითელი სპექტრომერის Vertex 70 -ის და ელექტრონულ-რასტრული მიკროსკოპის Teskan Vega 3 LMU-ის საშუალებით.

ამჟამად მიმდინარეობს კვლევა პლაზმური-რკალური ღუმელის გამოყენებით სხვადასხვა ნივთიერების ნანოფხვნილების მიღების საშუალებების და მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების დადგენა.