ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     თანამშრომლობა

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
ექსპერიმენტები ტოკამაკებზე
   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - ექსპერიმენტული კვლე-
           ვების დინამიკა ტოკა-
           მაკებზე

   - პუბლიკაციები
პლაზმა ღია მაგნიტურ
     მახეში

   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - ექსპერიმენტული კვლე-
           ვების დინამიკა ღია
           მაგნიტურ მახეებზე

   - პუბლიკაციები
დარტყმითი ტალღის
     ექსპერიმენტები

   - ექსპერიმენტული
           დანადგარები

   - კვლევები
   - პუბლიკაციები
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

ექსპერიმენტული პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია


ლაბორატორიის გამგე
ირაკლი ნანობაშვილი   ფ.-მ. მეცნ. კანდიდატი
ტელ: +(995 32) 239 19 68
ფაქსი: +(995 32) 239 14 94

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6



ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკაში ექსპერიმენტულ კვლევას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს, განყოფილების დაარსების დღიდანვე.

ექსპერიმენტული დანადგარების აგების და კვლევების საწყის ფაზაში მჭიდრო კავშირი დამყარდა სოხუმის ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტთან (www.sipt.org), სადაც პლაზმის ფიზიკის ექსპერიმენტის მიმართულებით დაგროვილი იყო დიდი სამეცნიერო და ტექნიკური გამოცდილება და შესაბამისი საშუალებები. შემდგომ კავშირები გაფარდოვდა და მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა საბჭოთა კავშირის სხვა წამყვან პლაზმურ ცენტრებთან, ისეთი როგორიცაა სანკტ-პეტერბურგის ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი, მოსკოვის ი. ვ. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინსტიტუტი, ხარკოვის ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, ნიჟნი ნოვგოროდის გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი და სხვა.

80-იანი წლებიდან უკვე კავშირი მყარდება ევროპის წამყვან პლაზმურ ცენტრებთან, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები მართვადი თერმობირთვული სინთეზის მიმართულებით ტოკამაკებზე. 1982 წლიდან დღემდე საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური ექსპერიმენტული კვლევები ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის (www.ipp.cas.cz) ტოკამაკებზე და ამ გზით მყარდება აგრეთვე კავშირები EURATOM-ის სხვა ბირთვულ ცენტრებთანაც, როგორიცაა გერმანიის კვლევების ცენტრი - Forschungszentrum Jülich (www.fz-juelich.de/ief/ief-4//), საფრანგეთის ბირთვული კვლევების ცენტრი - CEA Cadarache (http://www-drfc.cea.fr/cea/ts/ts.htm ) და სხვა.

პირველი ექსპერიმენტული კვლევები ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილებაში მიმდინარეობდა იმპულსურ დანადგარებზე და ეხებოდა იმ ფიზიკური პროცესების კვლევას, რომელიც თან ახლდა მკვრივი პლაზმის "გუნდების" ფორმირებას, აჩქარებასა და მათი შეჯახებისას კუმულაციური ეფექტების წარმოქმნას. შემდგომში კვლევების არეალი თანდათან გაფარდოვდა და ამჟამად მოიცავს პლაზმის ფიზიკის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა პლაზმისა და ტალღების ურთიერთქმედება მაგნიტურ ველში, არაწრფივი ურთიერთქმედება და დაშლითი არამდგრადობა, პლაზმის გახურებისა და დიაგნოსტიკის ზემაღალსიხშირული (ზმს) მეთოდების დამუშავება, ლაზერული პლაზმა და პლაზმის ლაზერული დიაგნოსტიკა, დარტყმითი ტალღა ნეიტრალურ გარემოსა და პლაზმაში, არანეიტრალური პლაზმა და სხვა.
ლაბორატორიის წევრები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი:

სულხან ნანობაშვილი

უფროსი მეცნიერი თანამშრომლები:

გიორგი გოგიაშვილი
ირაკლი ნანობაშვილი

მეცნიერი თანამშრომელი:

ზურაბ ბერია

უფროსი ინჟინრები:

ოლეგ ბერაია
გიორგი თავხელიძე

უფროსი სპეციალისტი:

ივანე წეველიძე

პროგრამისტი:

არჩილ ნასყიდაშვილი