
|
 |
 |

 |
პლაზმის ფიზიკის განყოფილება
|
კვლევების თემატიკა
|
პლაზმის ფიზიკის განყოფილების კვლევები ძირითადად ორიენტირებულია პლაზმის ფიზიკის ფუნდამენტურ
საკითხებზე, როგორც თეორიაში, ასევე ექსპერიმენტში. ეს საკითხებია: ტალღების პლაზმასთან ურთიერთქმედება,
პლაზმის გახურების ზმს მეთოდები, ლაზერული პლაზმა და პლაზმის ლაზერული დიაგნოსტიკა, ტოკამაკის პლაზმა
და მართვადი თერმობირთვული სინთეზი და სხვა.
თემატიკა
- პლაზმისა და ტალღების ურთიერთქმედება. დაშლითი არამდგრადობა,
- რელატივისტური ეფექტები პლაზმაში,
- კვანტური პლაზმა,
- "მტვრიანი" პლაზმა,
- კომპლექსური გარემოს არაწრფივი ოპტიკა.
- გადატანის მოვლენები პლაზმაში,
- ასტროფიზიკური პლაზმა,
- ზემძლავრი გამოსხივების ურთიერთქმედება გარემოსთან,
- ტოკამაკის პლაზმის თვისებების შესწავლა: ტურბულენტობა და მისი გარედან მართვა,
წატაცების დენი და პლაზმის ზმს დიაგნოსტიკა (ინტერფერომეტრია, რეფლექტომეტრია,
რადიომეტრია),
- პლაზმისა და ტალღების ურთიერთქმედების ექსპერიმენტული შესწავლა ღია მაგნიტურ
მახეში,
- ლაზერული პლაზმა და პლაზმის ლაზერული დიაგნოსტიკა,
- დარტყმითი ტალღის დინამიკა ნეიტრალურ აირებსა და პლაზმაში,
- გამოყენებითი პლაზმა,
- მავთულის აფეთქება წყალში და მისი თანმდევი პროცესები,
- პლაზმა-ქიმიური ექსპერიმენტები.
|
|
 |
|