
|
 |

 |
პლაზმის ფიზიკის განყოფილება
|
კვლევები
|
ტოკამაკ CASTOR - ზე ჩვენი კვლევების საგანი
|
- LH "წატაცების" დენი:
- ქვედა ჰიბრიდული (LH) ტალღების საშუალებით (მრავალკავშირიანი გრილი,
1.25 GHz, 40 kW) ტოკამაკში
არაინდუქტიური, ე.წ. "წატაცების" დენის გენერირება და ამ პირობებში პლაზმის
თვისებების შესწავლა.
- ტოკამაკში შენელებული ქვედა ჰიბრიდული ტალღების აღგზნებისათვის (10 GHz,
10 kW)
კვაზიოპტიკური "გრილის" კონსტრუირება
და დამზადება.
- კვაზიოპტიკური "გრილისათვის" LSE პოლარიზაციის ტალღის ფორმირება და ზმს
ტალღმზიდური ტრაქტის აწყობა - გაწყობა.
- ექსპერიმენტები ტოკამაკზე კვაზიოპტიკური "გრილის" გამოყენებით.
- პლაზმის ტურბულენტური თვისებების კვლევა:
- პლაზმის ტურბულენტური რეგულარული სტრუქტურების კვლევა და მისი გარედან კონტროლის
მეთოდების დამუშავება (ელექტროდული და ზმს biasing-ი).
- ტოკამაკ CASTOR-ის პერიფერიაში პლაზმის სიმკვრივის პულსირებადი "აფეთქებების"
თვისებების კვლევა და მათი როლი პლაზმის გადატანაზე ტოკამაკის კედლისაკენ.
- ტოკამაკ TORE SUPRA-ზე პულსირებადი "აფეთქებების"
თვისებების კვლევა და მათი შედარება მოდელირებასთან, რომელიც ხორციელდება
Tokam - 2D მაგნიტოჰიდროდინამიკური კოდით.
- ტოკამაკ CASTOR-ზე და TORE SUPRA-ზე "აფეთქებების" კვლევის შედეგების
შედარებითი ანალიზი.
- ტოკამაკ TEXTOR-ზე ასევე პულსირებადი "აფეთქებების" თვისებების კვლევა
და მათი შედარება მოდელირებასთან, რომელიც ჩატარდება ATTEMPT კოდით.
- ტოკამაკ TEXTOR-ზე დინამიური ერგოდული დივერტორის (DED) გავლენის შესწავლა პლაზმის
ტურბულენტობაზე პულსირებადი "აფეთქებების" კვლევის საშუალებით და შედარებითი ანალიზი ელექტროდულ და ზმს biasing-თან.
- ტოკამაკ CASTOR-ზე, TORE SUPRA-სა და TEXTOR-ზე "აფეთქებების" კვლევის
შედეგების შედარებითი ანალიზი.
- ზმს დიაგნოსტიკა:
- სამსიხშირიანი (29, 33, 35 GHz) O- და X- მოდის პოლოიდური და ტოროიდული კორელაციური
რეფლექტომეტრის სქემის შემუშავება, დამზადება, ტოკამაკ CASTOR-ზე დამონტაჟება,
აწყობა-გაწყობა და ექსპერიმენტები.
- ტოკამაკ CASTOR-ისათვის პლაზმიდან EC - EBW გამოსხივების მარეგისტრირებელი
32 არხიან (17 - 40 GHz) რადიომეტრის კონსტრუირება,
გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები.
- მეტალურ საფენებზე დაფრქვეული კერამიკული მასალების დიელექტრიკული თვისებების
( ε და tg δ) განსაზღვრა ზმს მეთოდებით.
|
ტოკამაკ COMPASS - ზე ჩვენი კვლევების საგანი კვლავ იქნება პლაზმის ტურბულენტური
თვისებების შესწავლა და ყოველმხრივი ანალიზი.
მისი აღჭურვა ზმს დიაგნოსტიკური აპარატურით:
|
|
- 2 მმ დიაპაზონის ინტერფერომეტრის კონსტრუირება და დამზადება, ტალღმზიდური
ტრაქტის დამონტაჟება ტოკამაკზე და ინტერფერომეტრის გაწყობა. ექსპერიმენტები ტოკამაკზე
და მონაცემთა ბაზასთან პროგრამული ურთიერთობა. (ფუნქციონირებს)
- EC - EBW გამოსხივების მარეგისტრირებელი 3 დიაპაზონიანი (26.5 - 40, 60 - 74.5,
76.5 - 90 GHz) 16
არხიანი რადიომეტრის კონსტრუირება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები. (ფუნქციონირებს)
- უწყვეტად გადაწყობადი ფართო დიაპაზონის (18 - 72 GHz) რეფლექტომეტრის
კონსტრუირება, აწყობა, დამონტაჟება, გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები.
(ფუნქციონირებს)
- მილიმეტრული დიაპაზონის დოპლერის რეფლექტომეტრის კონსტრუირება, აწყობა, დამონტაჟება,
გაწყობა ტოკამაკზე და ექსპერიმენტები.
(დაგეგმილია 2017 წლის ბოლოს)
|
|
|