ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები და პატენტები

პუბლიკაციები
უჯრედებისა და დნმ–ის
     ფიზიკა

   - პროგრამა და
           კვლევები

ბიოსისტემების სითბური
     თვისებები

   - პროგრამა და
           კვლევები

ნანონაწილაკების
     ურთიერთქმედება
     დნმ–თან

   - პროგრამა და
           კვლევები

ორგანიზმის დამცავი
     სისტემები

   - პროგრამა და
           კვლევები

   - კვლევები

          

ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის
განყოფილება

ორგანიზმის დამცავი სისტემები


ბაქტერიების მიერ ექვსვალენტიანი ქრომის [Cr(VI)] დეტოქსიკაცია თუთიის [Zn(II)] თანაობისას.

კონკრეტულად, შეისწავლება:
ა) ქრომის და თუთიის აკუმულაცია ბაქტერიის უჯრედებში;
ბ) ქრომის ბიოტრანსფორმაციის დროს წარმოქმნილი ქრომის კომპლექსების ბუნება;
გ) ქრომის და თუთიის ზეგავლენა ბაქტერიების ცილების შემადგენლობაზე და ანტიოქსიდანტურ

ხელმძღვანელი: ე. ღელაღუტაშვილი, უფრ. მეც. თან.
შემსრულებლები: ა. რჩეულიშვილი, უფრ. მეც. თან., ე. კირკესალი, მეც. თან., ე. გინტური, მეც. თან.,
ნ. ბაღდავაძე, მეც. თან., ნ. კუჭავა, მეც. თან., ვ. ბარნოვი, მეც. თან.,

ტოქსიკური ლითონებით გამოწვეული გენოტოქსიკური და ციტოტოქსიკური ცვლილებების მექანიზმების შესწავლა.

ჯგუფის მიერ წარმოებული წარსული სამუშაოები ეხებოდა ეუკარიოტების გენეტიკური მასალის – ქრომატინის სტრუქტურულ ცვლილებებს მალიგნიზაციის პროცესში. კვლევა ვითარდებოდა ლითონების მიკრორაოდენობების მოქმედებისას ჰისტონებისა და ნუკლეოსომების (დნმ–ის და ჰისტონების ნატიფად ორგანიზებული კომპლექსი) სტრუქტურისა და ფუნქციის შესწავლის მიმართულებით. (ნ. ასათიანი, ნ. საპოჟნიკოვა)
შემდგომი გამოკვლევები (2000 წლიდან) დაკავშირებული იყო ლორენს ბერკლის ნაციონალურ ლაბორატორიასთან (აშშ). კვლევა ეხებოდა Cr(VI)–ით დაბინძურებულ რეგიონებში ბიოაღდგენით პრობლემებს.
შემდეგ ეტაპზე აქტუალური გახდა ბაქტერიალური ბიორემედიაციის შემდეგ ნარჩენი კონცენტრაციების ტოქსიკური გავლენის შესწავლა ცოცხალ ორგანიზმებზე და ამ პირობებში მრავალრიცხოვანი ურთიერთ–
დაკავშირებული ფერმენტული და არაფერმენტული დაცვის მექანიზმების შესწავლა. ლითონების მცირე დოზების ხანგრძლივი მოქმედებისას უჯრედებზე (რაც ეკოლოგიურად არახელსაყრელი სიცოცხლის პირობების მოდელირებას წარმოადგენს) ასევე ადგილი აქვს უჯრედის გენომურ არასტაბილურობას. კვლევა გაგრძელდა ეკოლოგიური პრობლემის შესწავლის მიმართულებით, კერძოდ, ტოქსიკური ლითონების მცირე დოზებით გამოწვეული გენოტოქსიკური და ციტოტოქსიკური მექანიზმების დადგენასა და ბიომარკერების ად ჯანმრთელობის რისკ–ფაქტორების განსაზღვრის მიმართულებით.
გამოკვლეულ იქნა ანტიოქსიდანტური დამცავი ფერმენტების (კატალაზა, სუპეროქსიდისმუტაზა, გლუტატიონ პეროქსიდაზა, გლუტატიონ რედუქტაზა) აქტივობის ცვლილება ტოქსიკური აგენტით [Cr(VI)] გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის პირობებში, ორი სხვადასხვა უჯრედული კულტურისათვის.
სამუშაო გრძელდება ამ მიმართულებით. ძირითადი ამოცანებია: სხვადასხვა დაავადებების ოქსიდაციური სტრესის პირობებში ახალი სეროლოგიური ბიოქიმიური პარამეტრების მოკვლევა და ასევე ბიოჩიპების საშუალებით ისეთი ტიპის ბიომარკერების კომერციალიზაციის შესაძლებლობები, რომელიც გამოიყენება ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების სწრაფი იდენტიფიკაციისათვის.

ხელმძღვანელი: ნ. საპოჟნიკოვა, მთავარი მეცნ. თანამშრომელი.
შემსრულებლები: ნ. ასათიანი, უფრ. მეც. თან., თ. ქართველიშვილი, უფრ. მეც. თან., ლ. ასანიშვილი, მეც. თან.