ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
1) ზეგამტარი მასალების
         კვლევის ლაბორატორია
2) რეალური კრისტალების
         კვლევის ლაბორატორია
3) მაგნიტური მოვლენების
         კვლევის ლაბორატორია
4) სტრუქტურული და
         სპექტროსკოპული
         კვლევის ლაბორატორია
5) თეორიული ჯგუფი

          

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის
განყოფილება


განყოფილების გამგე
ალექსანდრე შენგელაია, ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
     ტელ: +(995 577) 44 68 00
     ელ-ფოსტა: alexander.shengelaya@tsu.ge

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6
სამეცნიერო პროფილი

ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით დაიწყო მისი დაარსებისთანავე 1952 წელს. ინსტიტუტის პირველი დირექტორის, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის იმდროინდელი სამეცნიერო ინტერესებიდან გამომდინარე, თავდაპირველად ეს სამუშაოები დაკავშირებული იყო დაბალი ტემპერატურების ფიზიკის მიმართულებასთან და კერძოდ 4He-ის ზედენადი ფაზების კვლევასთან.

ინსტიტუტის განვითარებასთან ერთად, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, იწყება თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები ზეგამტარობის და მაგნეტიზმის მიმართულებით. პარალელურად, ინსტიტუტის კვლევითი რეაქტორის ამოქმედების შემდეგ 1959 წელს, ფართო ფრონტით გაიშალა კვლევითი სამუშაოები მყარი ტანის ფიზიკისა და დაბალტემპერატურული რადიაციული მასალათმცოდნეობის მიმართულებით.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, 3He–ის ზედენადობის აღმოჩენისთანავე, განყოფილებაში იწყება ამ უნიკალური კვანტური სითხის ზედენადი ფაზების თვისებების თეორიული კვლევა, რაც მოგვიანებით, 1979-89 წლებში, გადაიზარდა საერთაშორისო კოლაბორაცია ROTA-ს ფარგლებში ფართომასშტაბიან და წარმატებულ მონაწილებაში. ინსტიტუტის განვითარების ამავე პერიოდს მიეკუთვნება კვლევების დაწყება დაბალი სივრცითი განზომილების მქონე ძლიერ კორელირებული სისტემების ფიზიკის დარგში. იმავდროულად წარმატებით გაიშალა თეორიული კვლევები კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკისა და ველის კვანტური თეორიის ზუსტად ამოხსნადი (ინტეგრირებადი) მოდელების მიმართულებით.

ინსტიტუტის განვითარების იმავე პერიოდთანაა დაკავშირებული განყოფილებაში თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების გაშლა მაგნიტური სპექტროსკოპიის დარგში, ელექტრონული პარამაგნიტული რეზონანსისა და ბირთვული მაგნიტური რეზონანსის მეთოდების გამოყენებით. პარალელურად, ინსტიტუტში შექმნილი დიფერენციალური კალორიმეტრიის მეთოდის გამოყენებით დაიწყო კრისტალების დაბალტემპერატურული თვისებების შესწავლა. შემუშავებულ იქნა რადიაციულად დაზიანებულ კრისტალებში დაბალტემპერატურებზე ფონონური სითბოგამტარობის ექსპერიმენტული კვლევის პრეცეზიული მეთოდები. ხსენებულ სამუშაოთა უმეტესობა დღესაც განყოფილების საქმიანობის ერთ-ერთ ცენტრალურ მიმართულებას წარმოადგენს.

მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენის შემდეგ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან, განყოფილებაში ინტენსიურად მიმდინარეობს ამ უაღრესად საინტერესო და ჯერაც გამოუცნობი სისტემების როგორც თეორიული ასევე ექსპერიმენტული კვლევა. უკანასკნელ წლებში ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ნანოსკოპიული სისტემების ფიზიკა განყოფილების სამეცნიერო ინტერესების ფოკუსშია. ზეგამტარობის, უჩვეულო მაგნეტიზმისა და კრისტალების ფიზიკის მიმართულებით განყოფილებაში წარმოებულმა ტრადიციულმა კვლევითმა საქმიანობამ ბუნებრივი გაგრძელება ჰპოვა დღეს უაღრესად აქტუალური ნანოსკოპიული ობიექტების თვისებების კვლევებში. უკანასკნელ წლებში, განყოფილების სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტად ყალიბდება ფუნქციონალური კვანტური მასალების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა.

საერთაშორისო კავშირები

განყოფილებას გააჩნია ხანგძლივი და მრავალმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის გამოცდილება მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან. ბოლო ათწლეულებში განყოფილების პუბლიკაციათა უმრავლესობა ამ თანამშრომლობების თვალნათელი დასტურია. განყოფილებისთვის განსაკუთრებით ფასეულია ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი კოლაბორაცია, როგორებიცაა
  • აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, იტალია);
  • პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია);
  • შვეიცარიის მასალათმცოდნეობის და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი;
  • ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტი (ნატალი, ბრაზილია);
  • მაქს პლანკის საზოგადოების მყარი ტანის ფიზიკის ინსტიტუტი (შტუტგარტი);
  • ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი (პეკინი);
  • ციურიხის, შტუტგარტის, ფრანკფურტის, გოტებორგის, ლაიფციგის, ვერსალის უნივერსიტეტები.

ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები.

წლების განმავლობაში განყოფილება იყო ორგანიზატორი და თანაორგანიზატორი მთელი რიგი საერთაშორისო კონფერენციებისა კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის დარგში. მათ შორის:
1. საბჭოთა-ფრანგული კოლოკვიუმი დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში (1967).
2. ბაკურიანის ყოველწლიური საკავშირო სკოლა-კონფერენციები დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში (1970-1989).
3. ბაკურიანის ყოველწლიური საკავშირო სკოლა-კონფერენციები მყარი ტანის ფიზიკასა და რადიაციულ მასალათმცოდნეობაში (1970-1989).
4. საბჭოთა-ამერიკული ვორკშოპი კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკაში (1988).
5. ყოველწლიური საერთაშორისო სკოლები ახალგაზრდა მეცნიერთათვის „თანამედროვე ფიზიკის აქტუალური საკითხები“ (1996-2006).
6. საერთაშორისო კონფერენცია „დაბალგანზომილებიანი სისტემების ფიზიკა და ყალიბრული თეორიები“ (2011).
7. საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია „ძლიერ კორელირებულ სისტემებსა და ტოპოლოგიურ მასალებში აღმოცენებული დაბალგანზომილებიანი მოვლენები“ (2019).

პედაგოგიური საქმიანობა

განყოფილებას გააჩნია დიდი და მყარი ტრადიცია ახალგაზრდა მკვლევარების მომზადების მიმართულებით, როგორც ყოფილი მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის სისტემის ფარგლებში, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრებთან თანამშრომლობის ფორმატში. სხვადასხვა წლებში ფაკულტეტის პროფესორები იყვნენ ე. ანდრონიკაშვილი, გ. ხუციშვილი, ლ. ბუიშვილი, მ. ზვიადაძე, გ. ვაჩნაძე, ი.მამალაძე, გ. ხარაძე. დღესაც განყოფილების წევრები სხვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობენ ისეთ ძირითად აკადემიურ კურსებს, როგორიცაა "კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა" „სტატისტიკური ფიზიკა“ "კვანტური მექანიკის სპეციალური თავები", "კვანტური სტატისტიკა“ „ზეგამტარობის თეორია“ და სხვა.

განყოფილების წარმატებული პედაგოგიური საქმიანობის დასტურია ისიც, რომ პროფესორები ა. შენგელაია (ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე), გ. ჯაფარიძე და ა. ნერსესიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტზე) ხელმძღვანელობენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის მიმართულებით. განყოფილებაში სწავლისა და კვლევების დასრულების შემდეგ სტუდენტების უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს მუშაობას საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.
განყოფილების წევრები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომლები:

კვაჭაძე ვახტანგ
მამნიაშვილი გრიგორი
ნერსესიანი ალექსანდრე
რატიშვილი იოსებ
შენგელაია ალექსანდრე
ჯაფარიძე გიორგი
ჯაყელი გიორგი

უფროსი მეცნიერ თანამშრომლები:

აბრამიშვილი მერი
ახვლედიანი ზაირა
ბარამიძე გიორგი
გაგნიძე თორნიკე
დეკანოზიშვილი გურამ
დრიაევი დიმიტრი
მიქელაძე სოლომონ
ნადარეიშვილი მალხაზ
სექანია მიხეილ
ტყეშელაშვილი ლაშა
წულაია მურმან
ჯიშიაშვილი დავით

მეცნიერ თანამშრომლები:

ბერაძე ბაჩანა
გარუჩავა შოთა
გეგეჭკორი ტატიანა
დონაძე გიორგი
ზედგენიძე თინათინ
თავხელიძე ვალერი
თანიაშვილი გრიგოლ
მაჩაიძე თემურ
ჭელიძე ლია
ჭირაქაძე არჩილ
ჯანჯალია მედეა

ინჟინრები:

აბრამიშვილი გოჩა
დადიანი ცოტნე
აბრამიშვილი გოჩა
დვალი გია
ივანოვი გიორგი
კურტანიძე ანა
მაიერი ვიქტორ
პეტრიაშვილი თამარ