
|
 |
 |

 |
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილება
|
კვლევების თემატიკა
|
ელემენტარულ ნაწილაკთა თეორია:
- კვარკებისა და ლეპტონების გაერთიანებული თეორიები, დიდი გაერთიანება და სუპერსიმეტრიული
უნიფიკაცია, სუპერსიმების ფენომენოლოგია;
- კვარკ-ლეპტონური თაობები და ფლეივორ-შემცვლელი იშვიათი პროცესები;
- ლოკალური და გლობალური შენახვის კანონები, ყალიბური ინვარიანტობის ბუნება, წარმოშობილი ყალიბური და
გრავიტაციული თეორიები;
- რელატივისტური ინვარიანტობის სპონტანური დარღვევა და მისი ფიზიკური და ასტროფიზიკური შედეგები;
- სივრცე-დროის დამატებითი განზომილებიანი მოდელები.
|
|
კოსმოსური სხივების ფიზიკა:
- მაღალ ენერგეტიკული კოსმოსური სხივების პირველადი შემადგენლობის შესწავლა ფართო ატმოსფერულ ღვარებში
დამზერილ მიონურ და ჰადრონულ სპექტრების ანალიზის საშუალებით;
- მონაცემთა ანალიზი შესაძლო რელატივისტური ინვარიანტობის დარღვევის ძიების მიზნით ზემაღალ ენერგიებზე (ე.წ. გრეიზენ-
კუზმინ-ზაცეპინის ეფექტი);
- სამეცნიერო-საგამანათლებლო პროექტი კოსმოსური სხივების ფიზიკაში: ფართო ატმოსფერულ ღვარების შესწავლა საქართველოს
რეგიონალურ უნივერსიტეტებში სადგურთა ქსელის გამართვის შედეგად.
|
|
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის კვლევა ამაჩქარებლებზე:
ექსპერიმენტული კვლევები ამაჩქარებლებზე ძირითადათ შეიცავენ განყოფილების წევრების მონაწილეობას ALICE, ATLAS
და CMS ექსპერიმენტებში დიდ ჰადრონულ ამაჩქარებელზე (LHC-CERN) და იქ მიღებული მონაცემების დამუშავებას.
|
|
 |
|