ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     თანამშრომლობა

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილების

საერთაშორისო თანამშრომლობა


ე.ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში, პლაზმის ფიზიკის მიმართულების დაფუძნების საწყისი ფაზიდანვე, დიდი ყურადღება ექცეოდა თანამშრომელთა და ზოგადად, განყოფილების მჭიდრო თანამშრომლობას როგორც საბჭოთა, ასევე საზღვარგარეთის წამყვან პლაზმურ ცენტრებთან და მეცნიერებთან. ახალგაზრდები იგზავნებოდნენ ამ ცენტრებში სტაჟირების და ასპირანტურის კურსის გასავლელად, რის შედეგადაც ეს კავშირები იღებდა სრულფასოვანი სამეცნიერო თანამშრომლობის სახეს. ჩვენი განყოფილება პლაზმის ფიზიკაში არაერთი საკავშირო ფორუმის ორგანიზატორიგახდა მე- 20 საუკუნის 60 - იან და 70 - იან წლებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის პრობლემური საბჭოს დაავალებით საქართველოში საერთაშორისო სკოლის დაფუძნება პლაზმის ფიზიკასა და მართვად თერმობირთვულ სინთეზში, რომელსაც შემდგომ საერთაშორისო მასშტაბით დაუმკვიდრდა სახელი - „თბილისის საერთაშორისო სკოლა“. ეს იყო მსოფლიოში ერთადერთი ასეთი სახის საერთაშორისო ფორუმი წამყვანი მეცნიერების და პლაზმის ახალგაზრდა სპეციალისტების თანამონაწილეობით.
ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ პლაზმის ფიზიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლები, როგორც წესი, აქტიურ სამეცნიერო თანამშრომლობას ეწევიან მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და ისეთ სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა:
  • აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, იტალია);
  • ბირთვული სინთეზის კვლევების ინსტიტუტი, ტექსასის ოსტინის უნივერსიტეტი (ტექსასი, აშშ);
  • წამყვანი კვლევების განყოფილება, ტოკიოს უნივერსიტეტი (ტოკიო, იაპონია);
  • ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბრიუსელი, ბელგია);
  • ანჟეს უნივერსიტეტი (ანჟე, საფრანგეთი);
  • ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა);
  • ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში, ბირთვული მეცნიერებების და ფიზიკური ინჟინერიის ფაკულტეტი (პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა);
  • საფრანგეთის ატომური ენერგიის კომისარიატი, კადარაშის ცენტრი, მაგნიტური თერმობირთვული სინთეზის კვლევის ინსტიტუტი (კადარაში, საფრანგეთი);
  • ექს-მარსელის უნივერსიტეტი, იონური და მოლეკულური ურთიერთქმედების ფიზიკის ლაბორატორია (მარსელი, საფრანგეთი);
  • იულიხის საკვლევი ცენტრი, პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი (იულიხი, გერმანია);
  • გენტის უნივერსიტეტი, გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტი (გენტი, ბელგია);
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სანკტ-პეტერბურგის ა.ფ.იოფეს სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი);
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პ.ნ.ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი (მოსკოვი, რუსეთი);
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა.მ.პროხოროვის სახელობის ზოგადი ფიზიკის ინსტიტუტი (მოსკოვი, რუსეთი);
  • რუსეთის საკვლევი ცენტრი “კურჩატოვის ინსტიტუტი” (მოსკოვი, რუსეთი);
  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (ხარკოვი, უკრაინა);
  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნ.ნ. ბოგოლუბოვის სახელობის კიევის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი (კიევი, უკრაინა);
  • პაკისტანის ბირთვული კვლევისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (PINSTECH) (ისლამაბადი, პაკისტანი);
  • სახელმწიფო კოლეჯი - უნივერსიტეტი და ფორმანის ქრისტიანული კოლეჯი (ლაჰორი, პაკისტანი);
  • ინდოეთის ვიზჰა-ბჰარატის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი (სანტინიკეტან, ინდოეთი);
  • უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი(კიევი, უკრაინა).