ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
სიახლე
ფოტო ალბომი
მოკლე ისტორია
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

საერთაშორისო
     თანამშრომლობა

პუბლიკაციები
1) თეორიული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

   - კვლევები
   - პუბლიკაციები
2) ექსპერიმენტული პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია
3) გამოყენებითი პლაზმის
         ფიზიკის ლაბორატორია

          

პლაზმის ფიზიკის განყოფილება

თეორიული პლაზმის ფიზიკის ლაბორატორია


ლაბორატორიის გამგე
პროფ.ვაჟა ბერეჟიანი   ფ.-მ. მეცნ. დოქტ.
ტელ: +(995 32) 239 19 68
ფაქსი: +(995 32) 239 14 94

საფოსტო მისამართი
ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის
ინსტიტუტი
0186 თბილისი, თამარაშვილის ქ. 6



1960 წელს დაარსდა პლაზმის ფიზიკის განყოფილება ე.ანდრონიკაშვილის ინსტიტუტში. იმ დროიდან მოყოლებული მრავალი პიონერული შრომები იქნა შექმნილი და გამოქვეყნებული მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, აგრეთვე უცხოეთში გამოქვეყნებულ უცხო ავტორების მონოგრაფიებში.

პირველად მსოფლიო ლიტერატურაში გამოქვეყნებული შრომები მიეძღვნა პლაზმაში ტალღებისა დაშლისა და შერწყმის პროცესებს. ეს იყო სრულიად ახალი სიტყვა პლაზმის ფიზიკაში.

გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როცა ძლიერი ლაზერების უახლოეს მომავალში შექმნის პერსპექტივა არ არსებობდა, ნ.ცინცაძის და მისი გუნდის მიერ ჩატარებულმა ინტენსიურმა სამუშაოებმა ქართველ მეცნიერებს მსოფლიო მასშტაბის უპირობო პირველობა დაუმკვიდრა. კერძოდ, ამ გუნდის მიერ ნაჩვენები იყო, რომ ძლიერი რელატივისტური ელექტრომაგნიტური ტალღების მკვრივ პლაზმასთან ურთიერთქმედებისას შესაძლებელია პლაზმის გაცხელებისას ჩამოყალიბდეს სოლიტონური ტალღები, როცა ველის ლოკალიზების არეში ხდება სიმკვრივის ზრდა. ამ შრომებში ნაჩვენები იყო სრულიად ახალი ფიზიკა.

ძალიან მნიშვნელოვანი შრომები შეიქმნა და გამოქვეყნდა ცნობილ საზღვარგარეთის ჟურნალებში მიძღვნილი პლაზმაში ფოტონთა გაზის არსებობის დროს და აღმოჩენილი იქნა გასწვრივი ფოტონები.

ფერმის გადაგვარებული პლაზმის აღსაწერად პირველად შეიქმნა კვანტური-კინეტიკური განტოლებები, რომლებმაც მოგვცეს საშუალება აგვეწერა კინეტიკური ეფექტები მეტალებში და ნახევარ გამტარებში, აგრეთვე შეგვესწავლა გადაგვარებული ფერმი ობიექტები, როგორიც არიან პულსარები და თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები.

ნ.ცინცაძის ინიციატივით და ე.ანდრონიკაშვილის მხარდაჭერით განყოფილების ჩამოყალიბებასთანავე საფუძველი ჩაეყარა ექსპერიმენტულ კვლევებს პლაზმის ფიზიკაში. შეუძლებელია ყველა იმ ექსპერიმენტული შედეგების ჩამოთვლა, რომელიც მიღწეულია პლაზმის განყოფილებაში.

ნ.ცინცაძე

2019
ლაბორატორიის წევრები:

მთავარი მეცნიერი თანამშრომლები:

ვაჟა ბერეჟიანი
ნანა შათაშვილი

უფროსი მეცნიერი თანამშრომლები:

თამაზ კალაძე
დავით გარუჩავა
ქეთევან სიგუა