ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში პლაზმის ფიზიკაში ექსპერიმენტულ კვლევას საფუძველი ჩაეყარა
1960 წელს, განყოფილების დაარსების დღიდანვე.
ექსპერიმენტული დანადგარების აგების და კვლევების საწყის ფაზაში მჭიდრო კავშირი დამყარდა სოხუმის
ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტთან (www.sipt.org), სადაც პლაზმის ფიზიკის ექსპერიმენტის მიმართულებით დაგროვილი იყო დიდი
სამეცნიერო და ტექნიკური გამოცდილება და შესაბამისი საშუალებები. შემდგომ კავშირები გაფარდოვდა და მჭიდრო
ურთიერთობა დამყარდა საბჭოთა კავშირის სხვა წამყვან პლაზმურ ცენტრებთან, ისეთი როგორიცაა სანკტ-პეტერბურგის
ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი, მოსკოვის ი. ვ. კურჩატოვის სახ. ატომური ენერგიის ინსტიტუტი,
ხარკოვის ფიზიკა ტექნიკის ინსტიტუტი, ნოვოსიბირსკის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, ნიჟნი ნოვგოროდის
გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი და სხვა.
80-იანი წლებიდან უკვე კავშირი მყარდება ევროპის წამყვან პლაზმურ ცენტრებთან, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური
კვლევები მართვადი თერმობირთვული სინთეზის მიმართულებით ტოკამაკებზე. 1982 წლიდან დღემდე საერთაშორისო
ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს ინტენსიური ექსპერიმენტული კვლევები ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის
პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტის (www.ipp.cas.cz) ტოკამაკებზე და
ამ გზით მყარდება აგრეთვე კავშირები EURATOM-ის სხვა ბირთვულ ცენტრებთანაც, როგორიცაა გერმანიის კვლევების
ცენტრი - Forschungszentrum Jülich (www.fz-juelich.de/ief/ief-4//),
საფრანგეთის ბირთვული კვლევების ცენტრი - CEA Cadarache (http://www-drfc.cea.fr/cea/ts/ts.htm )
და სხვა.
პირველი ექსპერიმენტული კვლევები ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილებაში
მიმდინარეობდა იმპულსურ დანადგარებზე და ეხებოდა იმ ფიზიკური პროცესების კვლევას, რომელიც თან ახლდა
მკვრივი პლაზმის "გუნდების" ფორმირებას, აჩქარებასა და მათი შეჯახებისას კუმულაციური ეფექტების წარმოქმნას.
შემდგომში კვლევების არეალი თანდათან გაფარდოვდა და ამჟამად მოიცავს პლაზმის ფიზიკის ისეთ აქტუალურ საკითხებს,
როგორიცაა პლაზმისა და ტალღების ურთიერთქმედება მაგნიტურ ველში, არაწრფივი ურთიერთქმედება და დაშლითი არამდგრადობა,
პლაზმის გახურებისა და დიაგნოსტიკის ზემაღალსიხშირული (ზმს) მეთოდების დამუშავება, ლაზერული პლაზმა და პლაზმის
ლაზერული დიაგნოსტიკა, დარტყმითი ტალღა ნეიტრალურ გარემოსა და პლაზმაში, არანეიტრალური პლაზმა და სხვა.
|
|
|
ლაბორატორიის წევრები:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი:
უფროსი მეცნიერი თანამშრომლები:
მეცნიერი თანამშრომელი:
უფროსი ინჟინრები:
უფროსი სპეციალისტი:
პროგრამისტი:
|
|