
|
 |
 |

 |
ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილება
|
კოსმოსური სხივების ფიზიკა
|
განსხვავებით ამაჩქარებლებზე წარმოშობილ ელემენტარულ ნაწილაკებისაგან, ნაწილაკები
კოსმოსურ სხივებში უშუალოდ დაკავშირებულნი არიან იმ ფიზიკურ და ასტროფიზიკურ
მოვლენებთან, რომლებიც წარმოადგენენ დიდ ინტერესს სამყაროს თვისებების შესწავლის თვალსაზრისით.
ეს განსაკუთრებით ეხება ზემაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკებს (E > 10 TeV), რადგან მათი პროდუცირება
თანამედროვე ამაჩქარებლებზე შეუძლებელია. განყოფილების სამეცნიერო ინტერესები ამ დარგში
მოიცავს მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა მაღალ ენერგეტიკული კოსმოსური სხივების პირველადი შემადგენლობის
შესწავლა ფართო ატმოსფერულ ღვარებში, მონაცემთა ანალიზი შესაძლო რელატივისტური ინვარიანტობის დარღვევის ძიების მიზნით ზემაღალ ენერგიებზე და სხვა.
|
|
 |
|