|
|
|
|
კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის განყოფილება
|
ქიმიური ტექნოლოგიები
|
კვლევები
|
წარსულში ჩატარებულია სამუსაოები შემდეგი მიმართულებებით:
მაღალდისპერსულ ფხვნილებზე ნანოკლასტერების ურთიერთეკრანირების თავიდან აცილების მეთოდი. მიმდინარე სამუშაოები
ითვალისწინებენ სხვადასხვა ბუნების მაღალდისპერსულ ფხვნილებზე როგორც ლითონების, ასევე შენადნობების დატანის მეთოდებს.
ამჟამად განყოფილებაში ვიკვლევთ არალითონურ მასიურ და ფხვნილოვანი მასალების მოლითონების პროცესს.
მოლითონებას ვაწარმოებთ შემდეგი ფირებით: ქიმიური Ni-P, ქიმიური Ni-B.
განვახორციელეთ სხვადასხვა ბუნების მქონე ფხვნილების: ნიტრიდების, კარბიდების, ბორიდებისა და მაღალდისპერსული
ტიტანიუმის დიოქსიდის მოლითონება. მათი შეცხობით შეიძლება სხვადასხვა დეტალების დამზადება, რომელთაც ექნებათ
ტემპერატურული გამძლეობა, სიმტკიცე და კოროზიული მედეგობა.
ვცდილობთ ახალი მეთოდებით ზეგამტარი მასალების მიღებას; მაგ. B–ის მაღალდისპერსულ ფხვნილს ვფარავთ სპილენძით
და ვცდილობთ მივიღოთ სპილენძის ბორიდის ნაერთი, რომელიც პერსპექტიული მასალაა მაღალტემპერატურული ზეგამტარის
მისაღებად.
დამუშავებულია მეთოდი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა ზომის მარცვლების მქონე ფხვნილებიდან დამზადდეს
დაახლოებით ერთიდაიგივე ზომის მარცვლების მქონე ფხვნილები საწყისი ფხვნილების სუსპენზიების სხვადასხვა სიჩქარით
ცენტრიფუგირებით და შემდგომ ფხვნილების მარცვლების ზომის მიხედვით სელექციური დალექვით.
|
|
|
|