ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
სიახლე
ფოტო ალბომი
კვლევების თემატიკა
მიმდინარე საგრანტო
     პროექტები

პუბლიკაციები
რეალური კრისტალების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
დაბალი ტემპერატურების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
მაგნიტური სისტემების
     ფიზიკა

   - დანადგარები და
           პარამეტრები

   - კვლევები
ქიმიური ტექნოლოგიები
   - კვლევები
   - კვლევები

          

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის
განყოფილება

დაბალი ტემპერატურების ფიზიკა

კვლევები

კვლევის მეთოდები

  1. მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში პინინგისა და დისიპაციური პროცესების შესწავლის ზემგრძნობიარე (10-17 ვატი) უკონტაქტო მექანიკური მეთოდი.

  2. მაღალტემპერატურული ზეგამტარების გრიგალური მატერიის ცვლადი და იმპულსური მაგნიტური ველებით სტიმულირებული დინამიკის შესწავლის უკონტაქტო მექანიკური მეთოდი.

  3. აკუსტიკური სპექტროსკოპიის მეთოდი.
ეს არასტანდარტული ორიგინალური მეთოდები დამუშავებულია ჩვენს მიერ ფიზიკის ინსტიტუტში.

თემატიკა:

  1. პინინგის ძალის გაზომვა და პირველად ზეგამტარ მდგომარეობაში T = 4.2 K–ზე სწრაფი ნეიტრონებით გასხივებულ II გვარის ზეგამტარების კრიტიკული მახასიათებლების და მათზე რადიაციის გავლენის შესწავლა.

  2. უკონტაქტო მექანიკური მეთოდების გამოყენებით აბრიკოსოვის გრიგალური მესერის დინამიკის შესწავლა, როგორც Y(123), Er(123) და Ho(123), ასევე ძლიერანიზოტროპიულ Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O სისტემის მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში.

  3. Ho(123) და Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O სისტემების მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში გრიგალური მატერიის დისიპაციური და რელაქსაციური მოვლენების შესწავლა. აბრიკოსოვის გრიგალური მესერის წარმოქმნისა და დაშლის დროების განსაზღვრა. ძლიერანიზოტროპიულ მაღალტემპერატურულ Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O გრიგალურ სისტემაში 3D - 2D ფაზური გადასვლის შესწავლა.

  4. ძლიერანიზოტროპიულ მაღალტემპერატურული ზეგამტარების გრიგალურ მატერიაში დაბალსიხშირული ოსცილაციების შესწავლა.

  5. მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში აბრიკოსოვის გრიგალური მესერის ლღობისას ფიზიკური სურათის შესწავლა.

  6. ფულერენული ზეგამტარების კვლევისას მექანიკური მეთოდების გამოყენება და მათი საშუალებით ფულერენული ზეგამტარების კრიტიკული მახასიათებლების და აბრიკოსოვის გრიგალური მესერის დინამიკის შესწავლა.

  7. ფულერენული Rb3C60 და Bi-Pb-Sr-Ca-Cu-O სისტემების მაღალტემპერატურულ ზეგამტარებში, ნორმალურ მდგომარეობაში (T > Tc) მაგნიტური ფაზების ძიება და შესწავლა.

  8. მაღალტემპერატურული ოქსიდური ზეგამტარების სინთეზის ტექნოლოგიის დამუშავება მზის ენერგიისა და ნადნობის ზესწრაფი გაცივების გამოყენებით და სინთეზირებულ მაღალტემპერატურულ ზეგამტარ ნიმუშებში ახალი ზეგამტარი ფაზების ძიება და მათი კრიტიკული მახასიათებლების შესწავლა.

  9. დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე აკუსტიკური სპექტრომეტრის გამოყენებით II გვარის ტრადიციული ზეგამტარების (შენადნების) დრეკად ბლანტი თვისებების შესწავლა როგორც ზეგამტარ, ასევე ნორმალურ მდგომარეობაში.

  10. მაღალტემპერატურული ოქსიდური რკინაშემცველი ზეგამტარების მექანიკური და ზეგამტარი თვისებების შესწავლა.

  11. ნახშირბადის ნანომილაკების სინთეზის ტექნოლოგიის შემუშავება. ამ ტექნოლოგიით სინთეზირებულ ნანომილაკებში შესაძლო პერსისტირებადი დენების დამზერა.

  12. პერსისტირებადი დენების მაგნიტური და დენისმატარებლური უნარის შესწავლა.